|
2023-06-27 17:14:27, 818 ნახვა
მსოფლიო
კლევერლი პრიგოჟინის აჯანყებაზე - ჩვენს მთავრობას ეს რუსეთის შიდა საქმედ მიაჩნია
პუტინის ერთ-ერთმა პროტეჟემ საჯაროდ გაანადგურა მისი საქმე უკრაინაში ომის წარმოებისთვის, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი რუსეთში შაბათ-კვირას განვითარებულ მოვლენებს. როგორც კლევერლიმ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი პარტნიორებთან ერთად უკრაინელების გვერდით იქნება არა მხოლოდ "პუტინის მკვლელებთან დასაპირისპირებლად, არამედ მშვიდობის დასამყარებლადაც". "შაბათ-კვირის მოვლენები აჩვენებს, რომ რუსეთმა კი არა, უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა უნდა მოითმინონ და გამოიჩინონ სიტკიცე გამარჯვებისთვის. ჩვენ გასულ კვირას ლონდონის კონფერენციიდან გავუგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ უკრაინელი მეგობრების გვერდით ვიქნებით არა მხოლოდ პუტინის მკვლელებთან დასაპირისპირებლად, არამედ მშვიდობის დასამყარებლადაც. რა თქმა უნდა, ჩვენს მთავრობას ეს რუსეთის შიდა საქმედ მიაჩნია და რუსეთის ხელისუფლებაც რუსი ხალხის საქმეა, მაგრამ ყველამ უნდა აღვნიშნოთ, რომ პუტინის ერთ-ერთმა პროტეჟემ საჯაროდ გაანადგურა მისი საქმე უკრაინაში ომის წარმოებისთვის", - განაცხადა კლევერლიმ. შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება". მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელი კი, ბელარუსში გაემგზავრება. დღეს, 27 ივნისს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბელარუსში ჩაფრინდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)