|
2023-06-27 15:57:05, 856 ნახვა
მსოფლიო
პუტინი ძალოვნებს - თქვენ შეაჩერეთ სამოქალაქო ომი
თქვენ იცავდით ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციურ წესრიგს, სიცოცხლეს, უსაფრთხოებასა და თავისუფლებას. თქვენ გადაარჩინეთ ჩვენი სამშობლო აჯანყებისგან, ფაქტობრივად, შეაჩერეთ სამოქალაქო ომი,- ასე მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლის მოედანზე შეკრებილ თავდაცვის სამინისტროს, გვარდიის, FSB-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და FSO-ს წარმომადგენლებს. პუტინმა მადლობა გადაუხადა შეიარაღებული ძალების პერსონალს, სამართალდამცავ უწყებებს და სპეცსამსახურებს და აჯანყების დროს დაღუპული მფრინავების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. "რთულ ვითარებაში თქვენ მოქმედებდით ნათლად, ჰარმონიულად, საქმით დაამტკიცეთ ხალხის ერთგულება. ხალხმა და არმიამ აჯანყებულების მხარე არ დაიჭირეს, სამხედროების მონდომებამ და გამბედაობამ ისევე, როგორც საზოგადოების კონსოლიდაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა აჯანყების ჩახშობაში. სამართალდამცავი ორგანოების სწრაფმა და ზუსტმა განლაგებამ შესაძლებელი გახადა ქვეყანაში სიტუაციის უკიდურესად საშიში განვითარების შეჩერება, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილება. აჯანყების ჩახშობის დროს დაღუპულმა პილოტებმა ღირსეულად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა",- თქვა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)