|
2023-06-27 15:10:44, 1123 ნახვა
მსოფლიო
გაერო - რუსეთმა უკრაინაში 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე უკანონოდ დააკავა, ხოლო 77 სიკვდილით დასაჯა
გაეროს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, ხოლო 77 სიკვდილით დასაჯა. ანგარიშის მიხედვით, დაღუპულთაგან 72 მამაკაცი და 5 ქალია. კიდევ ერთი ადამიანი კი, წამებასა და არაჰუმანურ პირობებში ყოფნის შედეგად დაიღუპა. "ჩვენ დავაფიქსირეთ სულ 77 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილით დასჯა, რომლებიც თვითნებურად დააკავა რუსეთის ფედერაციამ,"- განაცხადა უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა. ანგარიშის მიხედვითვე, გაეროს ადამიანის უფლებების ოფისმა გამოავლინა თვითნებური დაკავებების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის წამების, არასათანადო მოპყრობისა და გაუჩინარების. აღსანიშნავია, რომ ანგარიში 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდს მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)