07:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 14:49:32, 811 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე უმრავლესობას - დღეს თქვენ ჩააგდებთ სებ-ის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს, ამით ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის პარალიზებას ახდენთ

დღეს კენჭისყრისას ჩვენ გავხდებით მოწმე კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯის, რომელსაც გადადგამს „ქართული ოცნება". დღეს თქვენ ჩააგდებთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს, ორ კვალიფიცირებულ, პროფესიონალ ადამიანს. ჩააგდებთ იმიტომ, რომ  არ აკმაყოფილებს თქვენს მიერ დაწესებულ მთავარ კრიტერიუმებს, ესაა მორჩილება უპირველეს ყოვლისა",- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას.

გოცირიძის თქმით,  5 თვის შემდეგ, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს ორ წევრს ვადა ამოეწურება, ეროვნულ საბჭოში 5 წევრი დარჩება.

„ხუთივე „ქართული ოცნების" სკოლაგავლილია და ეროვნული საბჭო გახდება ფიქცია. ვინაიდან იმ ორ კანდიდატურას, რომელსაც პრეზიდენტი წარადგენს, თქვენ ჩააგდებთ, ამით ახდენთ ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის  პარალიზებას, ძირს უთხრით მის დამოუკიდებლობას. დიდი ალბათობით შეჩერდება სავალუტო ფონდის პროგრამა. ამაზე ვინ აგებს პასუხს ეს უნდა მოგვახსენოთ დღეს", - მიმართა გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics