07:56 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 15:20:27, 649 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - არ ვუშვებთ, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იქნას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის

ჩვენი პოლიტიკაა, რომ ჩვენ არ ვუშვებთ, საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იქნას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, "არცერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც კი არ დადასტურებულა". 

"არცერთი კითხვის ნიშანი საქართველოს მიმართ არ არსებობს რაც შეეხება სანქციების რეჟიმს. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ჩვენ არ ვუშვებთ, საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იქნას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის და არცერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც კი არ დადასტურებულა და უფრო მეტიც, დაახლოებით, 1 300-მდე საზღვრის კვეთა, გადაზიდვა შეჩერდა, ვინაიდან იყო ან სანქცირებულ კომპანიასთან დაკავშირებული ან ისეთი საგნები, რომლებიც სანქციების ქვეშ იყო. სხვათაშორის, გამომგზავნები იყვნენ მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ, პრობლემები უნდა ვეძებოთ იქ, საიდანაც იგზავნება სანქცირებული ტვირთი და იქ უნდა ვეძებოთ, სადაც იგზავნება",- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს სანქციების საკითხებში ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ო'სალივანი საქართველოს ხელისუფლებასთან სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics