13:33 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 13:17:29, 650 ნახვა

საზოგადოება
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი დავით ჩიჩუა, დიდი ბრიტანეთის ღვინის პროფესიონალებს, იმპორტიორებსა და ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღვინის პროფესიონალებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე  გაშენებული ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერეს, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და ღვინის კულტურას გაეცნენ.

დელეგაციას, "Swirl Wine Group"- ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა,  რომელმაც სხვა სტუმრებთან ერთად ცენტრის ბაზაზე გაშენებული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნა.

"ღვინოები მართლაც შთამბეჭდავი იყო, მიხარია, რომ საქართველოში ღვინის ხარისხი მუდმივად უმჯობესდება. ჩვენს სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინის მრავალფეროვნება გაეცნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია საქმე, რომელსაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ემსახურება და გვაძლევს შესაძლებლობას გაგვაცნოს სრულიად უცხო ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები. რქაწითელის და საფერავის მიღმა ადგილობრივი ჯიშების უზარმაზარი სიმდიდრეა საქართველოში" - განაცხადა სარა ებოტმა.

აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics