01:40 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 09:50:10, 753 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საზღვაო აკადემიის სასწავლო ცენტრში ახალი სასიმულაციო სივრცის გახსნას დაესწრო

მეზღვაურთა დღის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო, საწვრთნელ და სერტიფიცირების ცენტრში ახალი სასიმულაციო სივრცე გაიხსნა, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა.

"საზღვაო აკადემიის წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხიდურის რესურსების მართვის სიმულატორი  სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში  გავლის შესაძლებლობას მისცემს. სიმულატორის მწარმოებელია კომპანია Wartsila, რომელიც მსოფლიო ლიდერია საზღვაო ტექნოლოგიებსა და საზღვაო სფეროში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.

მეზღვაურის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ბათუმის საზღვაო აკადემიის ეზოში სტუდენტების მონაწილეობით დღეს სხვადასხვა საზეიმო აქტივობებიც გაიმართება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics