03:41 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-25 17:17:11, 654 ნახვა

მსოფლიო
WP - შეერთებულმა შტატებმა ივნისის შუა რიცხვებში იცოდა, რომ პრიგოჟინი შეიარაღებულ მოქმედებებს გეგმავდა

ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოებმა ივნისის შუა რიცხვებში იცოდნენ, რომ  კერძო სამხედრო დაჯგუფების "ვაგნერის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ შეიარაღებულ მოქმედებებს გეგმავდა. აღნიშნულ ინფორმაციას The Washington Post-ი რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის გარანტიით უთხრა, "ვაგნერის" დამფუძნებლის ზუსტი გეგმები და მოქმედების ზუსტი დრო უცნობი იყო მანამ, სანამ ევგენი პრიგოჟინის ტანკები რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვისკენ არ წავიდნენ. წყაროს თქმითვე, ამის მიუხედავად, „იყო საკმარისი სიგნალები საიმისოდ, რომ ხელისუფლებისთვის გვეთქვა - რაღაც მოხდება".

წყარო გამოცემას ასევე ეუბნება, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში, გაუკრვეველი იყო, შეძლებდა თუ არა ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში დარჩენას და რა გავლენას მოახდენდა ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარება რუსეთის ბირთვულ არსენალზე.

როგორც The Washington Post-ი წერს, დაზვერვის ინფორმაციის შესახებ პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის მაღალი თანამდებობის პირები ინფორმირებული იყვნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics