07:59 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-25 16:37:35, 621 ნახვა

პოლიტიკა
შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური ეხმაურება საქართველოს მიერ, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "TV  პირველის" გადაცემა - " ნოდარ მელაძის შაბათი"-ით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას,- ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცლებს.

უწყება მოუწოდებს ყველას, ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"ყველა იმ პროდუქციის გატანა, ამ შემთხვევაში სიუჟეტში დასახელებული საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში და რომელზეც ვრცელდება ევროპის საბჭოს მიერ 2014 წლის 31 ივლისის (EU) №833/2014 მიღებული რეგულაციის მოთხოვნა, (რომელიც  გულისხმობს ელექტრო- საქონლის ევროკავშირიდან ექსპორტის აკრძალვას რუსეთის ფედერაციის მიმართულებით) დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ საქონლის საცალო ღირებულება არ აღემატება 750 ევროს. 

ამასთან,  ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც ხორციელდება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ და  საქონელი მიემართება რუსეთის რესპუბლიკის ან ბელარუსის დანიშნულებით (მათ შორის, ექსპორტი და რეექსპორტი), ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს, მოწმდება ყველა მსგავსი ოპერაცია და კომპანიის ან პროდუქციის სანქციების სიაში არსებობის შემთხვევაში არ ეძლევა ოპერაციის განხორციელების უფლება. 

სანქციების აღსრულების კუთხით, საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ, ინფორმირებულია ყველა ჩვენი პარტნიორი უწყება და საერთაშორისო ორგანიზაცია.აგრეთვე, დამატებით გადამოწმებას ექვემდებარება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული დაწესებული სანქიებისგან თავის არიდების საშუალებად.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics