|
2023-06-25 15:59:52, 716 ნახვა
მსოფლიო
ვორონეჟის გუბერნატორი - „ვაგნერი“ ოლქის ტერიტორიას ექსცესების გარეშე ტოვებს
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დანაყოფები ვორონეჟის ოლქს ექსცესების გარეშე ტოვებენ. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა. გუსევის თქმით, ყველა დაწესებული შეზღუდვა, მათ შორის მაგისტრალებზე, "სიტუაციის მოგვარების" შემდეგ მოიხსნება. „სრულდება „ვაგნერის“ დანაყოფების გადაადგილება ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე. ის საშტატო რეჟიმში და ექსცესების გარეშე მიმდინარეობს“,- დაწერა გუსევმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვსა და ვორონეჟში სამხედრო ობიექტები "ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება". მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)