10:05 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-25 15:22:28, 1392 ნახვა

რეგიონი
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მეზღვაურებს დღესასწაული მიულოცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა.

აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში საზღვაო სფეროს განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რეგიონის ახალგაზრდების მეტ ჩართულობას ამ პროფესიის არჩევისას.

"გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, რომელიც განსაკუთრებით აღინიშნება ჩვენს ქალაქში, ბათუმში. მეზღვაურის პროფესია არის მამაცი ადამიანების არჩევანი, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ყველას ოცნება გახლავთ, რომ საქართველომ დაიბრუნოს ფლოტი, რომლითაც ყველა ვიამაყებთ. გავაგრძელებთ ამ მართლაც სტრატეგიული დარგის გაძლიერებას და მეზღვაურთა მხარდაჭერას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა ჯილდოები გადასცეს შორეული ნაოსნობის მოქმედ და ყოფილ მეზღვაურებს. ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები.

საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით ბათუმში გაიმართა საზღვაო აკადემიის სტუდენტთა მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებით, ასევე სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვის განახლებული სიმულატორის პრეზენტაცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემა დაიწყო
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბათუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics