03:41 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-25 14:10:07, 1107 ნახვა

მსოფლიო
WSJ - აშშ „ვაგნერის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გადადებს

ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, გადადოს ახალი სანქციების დაწესება კერძო სამხედრო დაჯგუფების "ვაგნერის" წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მისმა მფლობელმა, ევგენი პრიგოჟინმა კრემლის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

როგორც WSJ -ს საკითხზე ინფორმირებულმა პირმა განუცხადა, ვაშინგტონს არ სურს, რომ პრიგოჟინისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპირისპირებაში მხარედ გამოჩნდეს.

"ვაშინგტონს არ სურს ისე გამოიყურებოდეს, თითქოს მხარეს იჭერს",- ამბობს წყარო გამოცემასთან.

WSJ წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფრიკაში ვაგნერის ოქროს ბიზნესზე საქნციების გამოცხადებას სამშაბათს, 27 ივნისს გეგმავდა.

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".

მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics