2023-06-25 12:27:52, 747 ნახვა
პოლიტიკა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი ცალმხრივად ჩაიკეტა
დღეიდან ენგურის ცენტრალური ხიდი და საბეირო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტი ცალმხრივად ჩაიკეტა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება შეუძლიათ, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოსვლა შეიზღუდა.
ამ დროისთვის უცნობია, როდის მოხდება ე.წ. საზღვრის გახსნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,