03:41 - 01 May, 2026
|
2023-06-24 21:29:06, 1014 ნახვა
მსოფლიო
ბორელის განცხადებით, რუსეთში არსებული ვითარების გამო ევროკავშირის კრიზისის რეაგირების ცენტრი გააქტიურდა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციაში არსებული ვითარების გამო ევროკავშირის კრიზისის რეაგირების ცენტრი გააქტიურდა. როგორც ბორელმა სოციალურ ქსელში დაწერა, "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბარი უკვე გამართა. "მოსაზრებების გაცვლის მიზნით, "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებთან რუსეთში არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი მქონდა. ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და კრიზისის რეაგირების ცენტრი გავააქტიურე. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელად გრძელდება",- დაწერა ბორელმა Twitter-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)