08:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 15:14:26, 843 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის

სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, უშიშროების საბჭოს შეკრებას არ აქვს აზრი, რადგან ეს არა საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნვას, არამედ "პუტინის საამებლად შეკრებას" ნიშნავს.

„ჩვენი უკრაინელი ძმების წარმატებული შეტევის პარალელურად, ვხედავთ პუტინის რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, სამოქალაქო ომს და რღვევას ბოროტების იმპერიის. ჩვენდა სამწუხაროდ იმ პირობებში, როცა პუტინის რუსეთი უპირობოდ მარცხდება ცივილიზებულ სამაყროსთან, რუსი ივანიშვილის და რუსული პარტიის პირობებში საქართველო აღმოჩნდა ბოროტების და წაგებულის მხარეს. ამ დრომდე, რუსული პარტია ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სრულიად საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად ჩამოკიდებულია პუტინის რეჟიმზე. ჩვენ მათ არ მოვუწოდებთ არანაირი შეკრებისკენ, არანაირი უშიშროების საბჭო საქართველოში არ არსებობს, არსებობს პუტინის და ივანიშვილის უსაფრთხოების საბჭო და შესაბამისად, მათი რაიმე სახით შეკრება ნიშნავს არა ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნავს, არამედ პუტინის საამებლად შეკრებას, რაღა მარგარიტა სიმონიანი და სალავიოვი შეკრებილან და რაღა დღევანდელი უშიშროების საბჭო, ამიტომ რამდენიმე უსწრაფესი ნაბიჯია გადასადგმელი ,რაც სწრაფად უნდა გააკეთოს რუსულმა ხელისუფლებამ - სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - ახლა აღარ ახსოვს რუს ირაკლი კობახიძეს და ღარიბაშვილს მილიონობით ქართველი ცხოვრობსო რუსეთშიო რომ ამბობდნენ, 100 ათასობით ჩვენი მოქალაქე ნამდვილად ცხოვრობს და ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, თუ მარტო შავი ფული და პუტინის ინტერესებს რომ ჭირდება მაშინ გახსენდებათ, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ, ამასობაში ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს უბედურება რომ ხდება პუტინის რუსეთში, დახმარება სჭირდებათ და უმნიშვნელოვანესია მოხდეს ამ ადამიანებისთვის სრული მომსახურების გაწევას, რაც გულისხმობს მათ უსაფრთხოდ ქვეყანაში დაბრუნებას მათი სურვილის შემთხვევაში ცხადია. ასევე ყველამ კარგად უნდა გაიგოს საქართველოში, რომ ევროპა და დასავლეთი ასოცირდება მშვიდობასთან და უსაფრთხოებასთან, რუსეთი კი არა თუ ასოცირდება, არის ის, რასაც ახლა უყურებს საქართველოს და მსოფლიოს საზოგადოება - არეულობა, ომი, სამოქალაქო დაპირისპირება, ეს უნდა რუსეთს საქართველოში და უნდათ ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილსაც საქართველოში და სწორედ ამიტომ ძალადობენ ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეებზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე...

ასევე მნიშვნელოვანია უკონტროლოდ შემოსული 100 ათასობით პუტინისტია საქართველოში, არავინ არ იცის რა საქმეზე არიან, არავის არასდროს არ გამოუძიებია, ამიტომ დამატებითი კონტროლი იმ რუს მოქალაქეებზე, რომლის მისწრაფებების შესახებ ჩვენდა სამწუხაროდ არაფერი არ ვიცით და ასეთი საქართველოში რუსული პარტიის პირობებში უკანასკნელ თვეებში უკვე არის ათიათასობით, რომლებმაც უკვე ათიათასობით ქონება დაირეგისტრირეს, კომპანია დაარეგისტრირეს, ინდმეწარმე დაარეგისტრირეს და ამიტომ მნიშვნელოვანია მამაოების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მოსმენა, არამედ საქართველოს უსაფრთხოებისთვის ამ პუტინისტების გაკონტროლება, რომლებიც უკონტროლოდ არიან საქართველოში შემოსულები“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.

აღნიშნულს გამეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია და მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისა და რუსეთთან დროებით საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია და სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე "და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიას მითითება ამასთან დაკავშირებით არ სჭირდება".

ამასთან, საქართელოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, შესაძლო მიგრაციის ახალი ტალღების გათვალისწინებით ჩვენი საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics