|
2023-06-24 14:32:20, 1110 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - რაც უფრო დიდხანს დარჩება რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე, მით მეტი ქაოსი ექნება მას
რაც უფრო დიდხანს დარჩება რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე, მით მეტი ქაოსი ექნება მას,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთსი მიმდინარე მოვლენებს. ზელენსკის თქმით, უკრაინას შეუძლია დაიცვას ევროპა რუსული ბოროტებისა და ქაოსისგან. "აშკარაა რუსეთის სისუსტე. ყოველმხრივი სისუსტე. და რაც უფრო დიდხანს აჩერებს რუსეთი თავის ჯარს და დაქირავებულ მებრძოლებს ჩვენს მიწაზე, მით მეტი ქაოსი, ტკივილი და პრობლემები ექნება მას - ესეც აშკარაა. უკრაინას შეუძლია დაიცვას ევროპა რუსული ბოროტებისა და ქაოსისგან",- წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა. აღნიშნულს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და განაცხადა, რომ პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვის ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)