|
2023-06-24 14:14:31, 808 ნახვა
მსოფლიო
მიშელი - ევროპელი ლიდერები ვაკვირდებით რუსეთში ვითარებას, უკრაინისადმი მხარდაჭერა ურყევია
ევროპელ ლიდერებთან და დიდი შვიდეულის პარტნიორებთან ერთად ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს რუსეთში არსებულ ვითარებას,- აღნიშნულის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ზე წერს. მიშელის თქმით, პარტნიორების მხარდაჭერა უკრაინისა და ზელენსკისადმი ურყევია. "ევროპელ ლიდერებთან და დიდი შვიდეულის პარტნიორებთან ერთად ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს რუსეთში არსებულ ვითარებას. ეს აშკარად რუსეთის შიდა საკითხია. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და ზელენსკისადმი არის ურყევი",- წერს მიშელი. შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა. აღნიშნულს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და განაცხადა, რომ პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვის ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)