03:42 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 13:41:42, 872 ნახვა

მსოფლიო
დანილოვი - ომი რუსეთის შიგნით დასრულდება, ეს პროცესი უკვე დაწყებულია

ომი რუსეთის შიგნით დასრულდება, ეს პროცესი უკვე დაწყებულია,- ასე ეხმაურება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს.

დანილოვის თქმით, უკრაინული მშვიდობის ფორმულა ითვალისწინებს 1991 წლის საზღვრებთან მიღწევას და რუსეთის თვითგანადგურების პროცესების დაწყებას.

"უკრაინული მშვიდობის ფორმულა ითვალისწინებს 1991 წლის საზღვრებთან მიღწევას და რუსეთის თვითგანადგურების პროცესების დაწყებას. როგორც ომი დაიწყო, ისე დასრულდება - რუსეთის ფედერაციის შიგნით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია",- წერს დანლოვი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics