08:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 12:52:36, 737 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დასტურდება, რომ „კრედიტ სვისი“ მოქმედებდა თავხედურად, შეუზღუდა წვდომა საკუთარ ანგარიშზე ივანიშვილს, მოპარა თანხები პირდაპირ ანგარიშიდან

ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ, მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რაც დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და იმ ინტერესთან, რომელიც არის სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის მანკიერი ინტერესი, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დასტურდება, რომ „კრედიტ სვისი“ მოქმედებდა თავხედურად, ყოველგვარი საფუძვლის, დასაბუთების გარეშე შეუზღუდა წვდომა საკუთარ ანგარიშზე ბიძინა ივანიშვილს, მოპარა თანხები პირდაპირ ანგარიშიდან.

მისივე თქმით, ეს დაწყებულია 2008 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყოვეგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს, საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ და ამის აღიარება იყო სასამართლოს გადაწყვეტილება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ყველაფრის უკან იდგა და დღემდე დგას ის მანკიერი პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც სამწუხაროდ ამოქმედებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ, მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რაც დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და იმ ინტერესთან რომელიც არის სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მიმართ ეს არის მანკიერი ინტერესი, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად. როცა საქმე ეხება სასამართლო პროცესებს, იქ მოსამართლეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. ადამიანს უბრალოდ არ აქვს წვდომა საკუთარ ანგარიშზე, რაც წარმოუდგენელი მოვლენაა, საქმე ეხება მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მსხვილ ბანკს, „კრედიტ სვისს“, აქედან გამომდინარე, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რასთან არის დაკავშირებული ის თავხედური ქმედება, რომელსაც ახორციელებს „კრედიტ სვისი“ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. დასტურდება, რომ „კრედიტ სვისი“ მოქმედებდა თავხედურად, ელემენტარულად, ყოველგვარი საფუძვლის, დასაბუთების გარეშე შეუზღუდა წვდომა საკუთარ ანგარიშზე ბიძინა ივანიშვილს, მოპარა თანხები პირდაპირ ანგარიშიდან და ეს დაწყებულია 2008 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს, საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ. ამის შემდეგ იწყება მისი ანგარიშის ძარცვა, 2008 წლიდან. ამას აკეთებს „კრედიტ სვისი“ თავხედურად და ამის აღიარება იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან იდგა და დღემდე დგას ის მანკიერი პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც სამწუხაროდ ამოქმედებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics