|
2023-06-23 15:16:29, 1405 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს 2024 წლის პრიორიტეტების შესახებ მოხსენება წარადგინა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სამინისტროს 2024 წლის პრიორიტეტების შესახებ მოხსენება წარადგინა. გეგმის თანახმად, მომავალ წელს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი, არსებულ ბიუჯეტთან შეადრებით - 8 მილიონამდე ლარით გაიზრდება. “სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამისათვის აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ყოველწლიურად იზრდება უწყების ფინანსური დოკუმენტი, რაც საშუალებას გვაძლევს დავნერგოთ სიახლეები და პროგრამები გავხადოთ მოქალაქეების საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებული”,- აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ. უწყების მომავალი წლის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარს გადააჭარბებს, აქედან 18 მილიონ ლარზე მეტი ჯანდაცვას, ხოლო 15 მილიონზე მეტი სოციალური დაცვის მიმართულებით დაიხარჯება. კერძოდ, მოსახლეობის მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, იგეგმება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის თარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების, დაფინასების წლიური ლიმიტის 50 000 ლარამდე გაზრდა, ასევე 35 000 ლარამდე გაიზრდება იმ პაციენტების დაფინანსება, რომელთაც ამოეწურებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის ლიმიტი. სიახლე შეეხება აგრეთვე გადაუდებელი ქირურგიის დაფინანსების წესს. სამინისტრო პაციენტებს, რომლებიც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ გადაუდებელ ქირურგიულ სამედიცინო მომსახურებას, DRG მეთოდით განსაზღვრული საბაზისო ღირებულების ფარგლებში, თანაგადახდა დაუფინანსდებათ სრულად. სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილია პროგრამების ბიუჯეტის და შესაბამისად ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა. უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომას, კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე უძღვებოდა. სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რესპუბლიკური ბიუჯეტის 2024 -2027 წლების პრიორიტეტების ძირითადი პარამეტრები წარადგინა. სხდომას ესწრებოდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)