08:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 12:55:38, 810 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ, რომ „შუა დერეფანი“ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის მიმზიდველი გახდეს

განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფანზე" და აღნიშნა, რომ „შუა დერეფანი" უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.

„განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას. მე აქვე მინდა შევეხო „შუა კორიდორის" საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი" გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად, აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშუტის მეშვეობით „შუა კორიდორში".

ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, ესაა 5-წლიანი გეგმა, დაახლოებით. 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას ჩვენი რკინიგზის.

ჩვენ ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ახალი პორტი, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, ოქტომბერში, დაახლოებით. მთავრობა იქნება მეპატრონე. 51% იქნება საქართველო მთავრობის და დანარჩენ 49%-ზე ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics