08:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 12:29:18, 760 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - პროგრესია 12-დან 3 რეკომენდაციასთან დაკავშირებით - სხვა სფეროებში უფრო მეტი უნდა გაკეთდეს

აღინიშნა, რომ პროგრესია 12-დან 3 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და ისიც, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს სხვა სფეროებში,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

დეგნანის თქმით, 12 რეკომედაციის შესრულება რთულია, მაგრამ ყველა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიური განვითარებისა და საქართველოს სისტემისთვის.

"აღინიშნა, რომ პროგრესია 12-დან 3 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და ისიც, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს სხვა სფეროებში. პარლამენტის გადაწყვეტილება, რომ შეეჩერებინათ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება, კარგად შეფასდა.

ვენეციის კომისიამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ მკაფიოდ თქვეს, რომ არსებული სახით ეს კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და უკეთესი გზა პოლიტიკური და ფინანსური გავლენის პრობლემების მოსაგვარებლად სისტემური რეფორმების გატარებაა. ყველას ესმის, რომ 12 რეკომედაციის შესრულება რთულია, მაგრამ ყველა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიური განვითარებისა და უშუალოდ საქართველოს სისტემისთვის",- განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 22 ივნისს, შვედეთში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესის შესახებ შუალედურ ზეპირ მოხსენებას მოუსმინეს.

როგორც მოხსენებისას ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან საქართველომ სრულად 3 შეასრულა.

მისვე თქმით, პრიორიტეტების შესრულებისთვის საქართველომ უნდა დაასრულოს უხეში რიტორიკის გამოყენება და პატივი სცეს წინა პოლიტიკურ შეთანხმებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics