|
2023-06-23 11:44:42, 894 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში, რესტორანში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 31 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის ქალაქ ინჩუანში, ნინგსიას რაიონის ერთ-ერთ რესტორანში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ს ცნობით, აფეთქება რესტორანში თხევადი აირის ავზის გაჟონვის შედეგად, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 20:40 საათზე მოხდა. მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენი 6 კი, მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში მკურნალობს. ადგილობრივმა სახანძრო სამსახურმა შემთხვევის ადგილზე 20 მანქანა და 100-ზე მეტი პერსონალი გაგზავნა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი, 04:00 საათამდე გაგრძელდა. მომხდარის გამო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, სი ძინპინმა მწუხარება გამოთქვა და ტრაგედიის მიზეზის დადგენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)