08:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 10:21:26, 1089 ნახვა

პოლიტიკა
კლეიტონი გვარამიას შეწყალებაზე - სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

მივესალმები ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას და მისი საპატიმროდან განთავისუფლებას,- ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი Twitter-ზე წერს.

კლეიტონის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალება სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

"მივესალმები ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას და მისი საპატიმროდან განთავისუფლებას. ეს სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე",- წერს კლეიტონი.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics