09:58 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 01:01:14, 933 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - მთავარ არხს გიორგი გაბუნია უხელმძღვანელებს, მთავარი ტელევიზიის სირთულეებიდან გამოყვანაა

"მთავარ არხს უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლა ხელმძღვანელობს, ეს გიორგი გაბუნიაა მისი დირექტორი. ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს, ეს იქნება პირველი რასაც გავაკეთებ.''- განაცხადა ნიკა გვარამიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში.

"მე ვაპირებ მივიდე "მთავარ არხში", ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ჩემი ოჯახის შემდეგ,  იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ვიმსახურებ. ეს თავისი ქვეყნისთვის გააკეთეს, ამაში ორი აზრი არ არის და ეს მათი იდეაა, რომელსაც ემსახურებიან უკვე დიდი ხანია და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის.

მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, იმ სირთულეებიდან მთავარი არხის გამოყვანაა, რომელშიც იგი იმყოფება, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ მთავარ არხს ვუხელმძღვანელო. მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ახლა ვარ. მთავარი არხი გადარჩა, მან აჩვენა, რომ ის ჩემ გარეშე თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს, მე ვიტყოდი, უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში.

მე გავაკეთებ იმას მთავარი არხისთვის, რაც შეიძლება, სხვას არ შეეძლოს არც მთავარ არხზე, არც არსად, ეს პირველ რიგში ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ მთავარ არხს უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლაც ხელძღვანელობს - ეს გიორგი გაბუნიაა, მისი დირექტორი, მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს, პირველი ამას გავაკეთებ...

არ ვიცი, ჩემი ურთიერთობა ტელევიზიასთან, როგორც ჟურნალისტის. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული გარდა იმისა, რაც უკვე ვთქვი. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ცნობიერად და ძალიან დიდი ხნის წინ მივიღე. რაც შეეხება იმას, საერთოდ რას გავაკეთებ, გულწრფელად გეტყვით, ციხეში არანაირი გადაწყვეტილება ამასთან და საერთოდ არაფერთან დაკავშირებით არ მიმიღია. იმიტომ რომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია კონტექსტი, იმის შეგრძნება, რა ხდება სინამდვილეში გარეთ. ერთი წელი გავიდა და ალბათ ბევრი რამ შეიცვალა და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, იმასთან დაკავშირებით, რას გავაკეთებ. მაგრამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო, "მთავარი არხი" ჩემთვის იყო, არის და დარჩება ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტად ჩემს ცხოვრებაში'', - განაცხადა გათავისუფლების შემდეგ ნიკა გვარამიამ. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics