22:00 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 13:30:41, 821 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ყველამ, ვინც სააკაშვილს ხელს ართმევდა და თანამდებობებზე ნიშნავდა, საქართველო არეულობისთვის გაწირა

ყველამ, ვინც სააკაშვილს ხელს ართმევდა და თანამდებობებზე ნიშნავდა, საქართველო არეულობისთვის გაწირა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ერთადერთი, ვინც საქართველო გადაარჩინა - უსაფრთხოების სამსახური და მისი დროული და პროფესიული რეაგირებაა.

"ჩვენ გაგვწირა ყველამ, ვინც მფარველობდა მიხეილ სააკაშვილს, ვინც მას ხელს ართმევდა, ვინც მას თანამდებობაზე ნიშნავდა, საქართველო ყველამ გაწირა არეულობისთვის. ერთადერთი, ჩვენ ვინც გადაგვარჩინა, არის ჩვენი უსაფრთხოების სამსახური. რომ არა სუს-ის დროული და პროფესიული რეაგირება, დღეს რა მდგომარეობა იქნებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქები ქუჩებში, ვისი ტყვია გაისროდა და ვისი ტანკი იდგებოდა, არავინ იცის", - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics