|
2023-06-21 09:24:58, 801 ნახვა
მსოფლიო
სლოვაკეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
სლოვაკეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს. ზელენსკის თქმით, სლოვაკეთის პარლამენტის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ისტორიული სამართლიანობის აღდგენაში. „დროული გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი წვლილი ისტორიული სამართლიანობის აღდგენაში და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მიმართ პატივისცემა“,- წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად სხვადასხვა დროს სხვდასხვა ქვეყნებმა აღიარეს, მათ შორისაა გერმანია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება 2022 წლის 1-ელ დეკემბერს მიიღო. ამავე წლის 15 დეკემბერს ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების შესახებ ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა. ევროპარლამენტის შემდეგ, უკრაინელი ხალხის გენოციდად ჰოლოდომორი 2022 წლის 23 მარტს ისლანდიამ, 2023 წლის 29 მარტს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (ეროვნულმა ასამბლეამ), 23 მაისს სლოვენიის პარლამენტმა, 25 მაისს ბრიტანეთის პარლამენტმა, 14 ივნისს კი, ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატამაც აღიარა. რა იყო ჰოლოდომორი? მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით, 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა. 2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა. შიმშილობა გამოწვეული იყო პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა მოსაზრებით, ჰოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო. მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, ვოლგის გერმანელები და სხვები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)