21:43 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 15:43:23, 1228 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა თურქული ჰოლდინგი „შიშეჯამის“ საწარმო „მინას“ ახალი საინვესტიციო პროექტის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უმსხვილესი თურქული კომპანია „შიშეჯამ ჰოლდინგის" წევრი სს „მინას" ახალი სახარში ღუმელის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, „შიშეჯამის“ მინის ტარის მწარმოებელ ქართულ საწარმოში 19.4 მილიონი ევროს ინვესტირებით, წარმატებით დასრულდა საწარმოს ერთ-ერთი ღუმელის განახლების პროცესი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა.  კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ინვესტიციის განხორციელების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ჩართულობა, ხედვა და მხარდაჭერა.

„როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოსა და თურქეთს შორის უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებით ახლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს და მისასალმებელია, რომ წლიდან წლამდე ეს ურთიერთობები სულ უფრო მზარდია.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ინვესტორთა წახალისების სხვადასხვა მექანიზმები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას.

„შიშეჯამი" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქული საწარმოა მსოფლიოში, რომელიც გლობალური მოთამაშეა მინის წარმოების ისეთ ბიზნესმიმართულებებში, როგორებიცაა: ბრტყელი მინა, მინის ჭურჭელი, მინის შეფუთვა, საავტომობილო მინა, მინის ბოჭკოვანა, ასევე სოდა და ქრომის ქიმიკატების მოპოვება. `შიშეჯამი` მინის შეფუთვებისა და ბრტყელი მინის წარმოებაში მსოფლიოს მასშტაბით ხუთეულშია.

სს „მინა"-ის შეძენა „შიშეჯამის" პირველი უცხოური ინვესტიციაა თურქეთის გარეთ, რომელიც მან 1997 წელს განახორციელა. საწარმო შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს.  26 წლის განმავლობაში, რეგიონალური და მსოფლიო კრიზისების ფონზე სს "მინა",  „შიშეჯამ  ჰოლდინგის" მხარდაჭერით,  შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას.  საწარმოში 240 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებიდან. გარდა ამისა, სს „მინას" მუდმივად  ემსახურება  100-ზე მეტი ადამიანია პერიოდულ სამუშაოებზე.

წარმოების პროცესში სს „მინა" ადგილობრივი ბუნებრივი რესურსებიდან მიღებულ ნედლეულსა და მასალებს იყენებს, რითაც ხელს უწყობს ადგილობრივი საწარმოების განვითარებას.

 კომპანია საერთაშორისო მასშტაბის ოპერირებითა და თავისი 88 წლიანი გამოცდილებით 24,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. მისი საწარმოო საქმიანობა  მოიცავს 14 ქვეყანას ოთხ კონტინენტზე 45 ფილიალით და გაყიდვებს 150 ქვეყანაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics