12:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 13:51:39, 781 ნახვა

პოლიტიკა
იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება და წახალისება - კობახიძე აშშ-ის მომავალ ელჩზე

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, პოლარიზაციის წახალისება, შეურაცხმყოფელი განცხადებების წახალისება, ბილწსიტყვაობის წახალისება,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან დაკავშირებით ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას.

კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ "მომავალში, ახალი ელჩი სხვაგვარად იმოქმედებს".

"ნუ, მე ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის, იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება. მე აღარ მინდა საუბარი წარსულზე. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს, ასე ვთქვათ, იგივე პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც უკვე ტოვებს თავის თანამდებობას, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, პოლარიზაციის წახალისება, შეურაცხმყოფელი განცხადებების წახალისება, ბილწსიტყვაობის წახალისება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს. ახალი ელჩის კუთხით ეს იმედი უნდა გვქონდეს",- ამბობს კობახიძე.

ანტიდასავლურმა მოძრაობა "ხალხის ძალამ" დღეს, 20 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოძრაობის წევრები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს მიმართავენ.

"გვინდა დავუსვათ კითხვა კელი დეგნანს: რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აფინანსებთ და აღვივებთ პოლარიზაციას? რატომ უქმნით ხელოვნურ ბარიერებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას? რატომ არ გაგახსენდათ მედიის თავისუფლება, როდესაც ლიბერალ-ფაშისტებმა სამი ტელეკომპანია გამოარჩიეს და ღონისძიების გადაღება აუკრძალეს? და ბოლოს, გვაინტერესებს, რას ელით ხელისუფლებაში დაბრუნებული ნაცმოძრაობისგან ისეთს, რასაც „ქართული ოცნება“ არ გიკეთებთ?"- ნათქვამია ანტიდასავლური მოძრაობის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics