04:56 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 10:38:59, 1209 ნახვა

მსოფლიო
Reuters - უკრაინამ ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო 7 პირობიდან 2 შეასრულა

უკრაინამ ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო 7 პირობიდან 2 შეასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, უკრაინამ შეასრულა პირობები, რომლებიც ეხება სასამართლო რეფორმას და მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას.

"პროგრესი არის. ანგარიში ზომიერად პოზიტიური იქნება. საუბარია არა რეალობის შელამაზებას, არამედ პროგრესის აღიარებაზე, მაგალითად, არსებობს ცნობილი ანტიკორუფციული საქმეები",- განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ევროკავშირის კიდევ ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმაში პროგრესი არის, თუმცა ჯერ კიდევ გასატარებელია გადამწყვეტი რეფორმები.

"უკრაინის მიმართ ამ მომენტში ნეგატიურ ტონს არ მივიღებთ. სასამართლო სისტემის რეფორმებმა გარკვეული პროგრესი განიცადა, თუმცა რეფორმები ჯერ კიდევ გასატარებელია. ყველაფერი არ არის დამაკმაყოფილებელი",- განაცხადა ოფიციალურმა წყარომ.

როგორც Reuters-ი წერს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 თვის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, უშუალოდ წევრობაზე მოლაპარაკების დასაწყებად უკრაინამ უნდა შეასრულოს 7 პირობა, რომელთა შორისაა კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და ოლიგარქებთან ბრძოლა, საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირება და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics