|
2023-06-19 17:16:13, 932 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ერთ დროს საქართველო უკრაინის მთავარი მოკავშირე იყო, ახლა კი უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდა
მრცხვენია, რომ საქართველო მართლაც გახდა მთავარი ჰაბი იმ ნაცრისფერი სქემების, რომლითაც უკრაინელების მკვლელი რაკეტები კვებავენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, ერთ დროს საქართველო უკრაინის მთავარი მოკავშირე იყო, "ახლა კი უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდა". "მე მრცხვენია, რომ საქართველო მართლაც გახდა მთავარი ჰაბი იმ ნაცრისფერი სქემების, რომლითაც უკრაინელების მკვლელი რაკეტები კვებავენ. საქართველოდან რუსეთში მაცივრების და სარეცხი მანქანების ექსპორტი სამჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, სომხეთიდან და თურქეთიდან ტრანზიტი საქართველოს გავლით მიმდინარეობს. ერთ დროს საქართველო უკრაინის მთავარი მოკავშირე იყო, ახლა კი საქართველოს რუსული მთავრობა უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდა. ყველაფერს გავაკეთებ ამის შესაცვლელად",- წერს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)