12:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 16:06:55, 788 ნახვა

პოლიტიკა
ოქრიაშვილი - „რუსული ოცნების“ ქმედებებიდან გამომდინარე, ჩემი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში ომი არ იქნება, დღითიდღე მცირდება

„რუსული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ძალადობის ის სერია, რომელიც ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიაქანებს,- ამის შესახებ  "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს.

ოქრიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“, მზადაა, გააჩაღოს სამოქალაქო ომი და იძალადოს საკუთარ მოსახლეობაზე, რათა შეინარჩუნოს ხელისუფლება. 

"დიახ, „ქართულ ოცნებას“ სურს ომი ხელისუფლებაში დასარჩენად და მათი მოქმედებები არის პირდაპირ სისხლისმღვრელი ომისკენ გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები. მოღალატე ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ჩემი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში ომი არ იქნება, დღითიდღე მცირდება. 

ერთადერთი გზა, რომ ქვეყანას ომი ავაცილოთ თავიდან, არის „ოცნების“ დამარცხება 2024 წლის არჩევნებზე. „რუსულ ოცნებას“ ან არჩევნების გზით გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან, ან ქვეყანაში სამოქალაქო ომს გააჩაღებენ. 

რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, „რუსული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ არჩევნების და არა ომის გზით",- ამბობს კახა ოქრიაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics