17:10 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-18 12:49:36, 992 ნახვა

პოლიტიკა
ფრანკლინის კლუბის იუბილეზე შაქარაშვილი და სხვა რადიკალები მივიდნენ

წერეთლის გამზირზე, სადაც "ფექთორი თბილისში" "ფრანკლინის კლუბის" 2 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება უნდა გაიმართოს, სამართალდამცველების მობილიზებაა.

პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ძალადობრივი რადიკალური დაჯგუფების ხელმძღვანელმა ვატო შაქარიშვილმა სოციალურ ქსელში დააანონსა და დაწერა, რომ მათი მორიგი სამიზნე სწორედ "ფრანკლინის კლუბი" და "კოკა-კოლა" იქნებოდნენ. 

ვატო შაქარიშვილის მეთაურობით, ფრანკლინის კლუბის დაბადების დღის ჩაშლას გეგმავენ. ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა სოციალურ ქსლეშ დაწერა და ფრანკლინის კლუბს მავნებლური ორგანიზაცია უწოდა.

შაქარაშვილი აცხადებს, რომ ფრანკლინის კლუბის  დაბადების დღეზე მივა ის პოლიტიკოსი, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა და ქვეყნის მტერია. 

"ფრანკლინის კლუბი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს "კოკა-კოლას" ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რაც "მაკდონალდსმა" სცადა LGBT პროპაგანდის შემოპარება და საბავშვო პროდუქტში განათავსა იდეოლოგიური საწამლავი, ფრანკლინის კლუბის დაბადების დღის აღნიშვნა სწორედ "კოკა-კოლას" წიაღში ერთგვარი პოლიტიკური გზავნილია, - დიახ, ისინი ერთად ეწევიან ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და ამას არც მალავენ!!!
ჭყონია წლებია დესტრუქციის და რევოლუციური პროცესების დამფინანსებელია, ახლა უკვე ბავშვების იდეოლოგიურ მოწამვლაზეც აიღო პასუხისმგებლობა! 
12 საათზე იწყება “ზეიმი” წერეთლის გამზირზე მდებარე “კოკა-კოლას”ეზოში. 
გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიგა ბოკერია
ნინო ლომჯარია და თუ კი ვინმე ამ ქვეყნის მტერი და აგენტია, ყველა იქ აპირებს თავშეყრას…
ჩვენც მივალთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას - LGBT პროპაგანდას, ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას; ქვეყნის არევას; ახალგაზრდების გამოყენებას რევოლუციური სცენარებისთვის იმ ყველაფერს, რასაც ერთად ახორციელებენ იუბილარი ფრანკლინის კლუბი და მასპინძელი ჭყონია!, - წერს შაქარიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics