|
2023-06-18 00:58:07, 1080 ნახვა
პოლიტიკა
თამარ გაბუნია - ახალი კანონპროექტის აღსრულების მექანიზმი, DRG სისტემის მონიტორინგისას გამოვლენილ გადაცდომებზე რეაგირებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება
„სამედიცინო დაწესებულებებისთვის ანაზღაურების DRG მეთოდის ამოქმედების შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს სისტემის მონიტორინგი. ასეთ დროს, შესაძლებელია, კლინიკამ ზედმეტად გამოიყენოს გარკვეული კოდები, რომელსაც თან ახლავს, შედარებით, მაღალი ანაზღაურება. მონიტორინგისას, როდესაც სამედიცინო დაწესებულებებს ერთმანეთს ვადარებთ, ვნახულობთ, რომ საშუალო შესაძლებლობების კლინიკაში, რომელიც ვერ უნდა მართავდეს ძალიან რთულ შემთხვევებს და წარსულში არც არასოდეს ჰქონია ასეთი პრაქტიკა, DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ, ბევრად მეტი რთული შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე ძალიან განვითარებულ, მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა, DRG სისტემის მუდმივმა მონიტორინგმა, ასეთი პრობლემები ზედაპირზე ამოიტანა. ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ასეთი შემთხვევების გამოვლენა და დაუყოვნებლივ აღსრულებაა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობისას, პაციენტმა, განსაკუთრებული სერვისისთვის, ზედმეტი თანხა, არ უნდა გადაიხადოს, გარდა თანადაფინანსების წილისა. „არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს ეუბნებიან, რომ დამატებით გარკვეული თანხა უნდა გადაიხადოს, ან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან გავიდეს. მსგავსი შემთხვევა არაერთ მოქალაქეს ჰქონია. ეს ყველაფერი, სისტემური მონიტორინგისას, მარტივად ჩანს. ახალი კანონპროექტის დაუყოვნებელი აღსრულების მექანიზმი, DRG სისტემის მონიტორინგისას გამოვლენილ გადაცდომებზე სწრაფი რეაგირებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)