|
2023-06-17 15:26:47, 950 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - იცემა თქვენი რუსი დედა, თქვე ფარჩაკებო, ვიდეო გექნებათ, დადეთ ვნახოთ ვინ იცემა
"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოსო მაისურაძეს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ გორში ზურაბ ჯაფარიძეს პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის სცემა. ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დადონ ვიდეო, სადაც გამოჩნდება ვინ იცემა. "ქართული ოცნება - იცემა თქვენი რუსი დედა, თქვე ფარჩაკებო. ვიდეო გექნებათ, დადეთ, ერთად ვნახოთ ვინ იცემა", - წერს ჯაფარიძე. შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო. ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლებას" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან. როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ თუ საღამომდე არ დატოვებენ ადგილს უარესს დამართებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)