|
2023-06-17 13:04:37, 837 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. მონაწილეებს პროექტის ავტორებისა და მხარდამჭერებისგან წიგნები, მედალიონები, სერტიფიკატები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. " „დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას ისახავს მიზნად. შიდასასკოლო ტურებიდან ფინალის ჩათვლით, პროექტში 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს საგანმანათლებლო ტურებში მონაწილეობის შესაძლებლობაც ჰქონდათ", - ნათქვამია თადაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)