13:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-17 12:42:32, 908 ნახვა

პოლიტიკა
ვატო შაქარაშვილის თქმით, ზურაბ ჯაფარიძეს პატრიარქსა და ეკლესიაზე შეურაცხყოფის გამო მოხვდა

ქართული ოცნების ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც შაქარიშვილი წერს, ზურაბ ჯაფარიძეს "პატრიარქსა და ეკლესიაზე შეურაცხყოფის გამო მოხვდა".

"ზურა გირჩი შარვალჩახდილ ჯაფარიძე მიდიოდა ბორჯომში ახალგაზრდების მოსაწამლად(ტრენინგის ჩასატარებლად).

გორში “სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც იფიქრა მესალმებაო და ცვხირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება!

დარჩნენ ბავშვები “განათლების” გარეშე…", - წერს შაქარაშვილი.

შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო.

ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლების" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან.

როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ თუ საღამომდე არ დატოვებენ ადგილს უარესს დამართებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics