13:01 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 22:07:28, 884 ნახვა

პოლიტიკა
გრეგოროვა - თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს რუსეთის სახეში სილის გაწნა იქნება

თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება კრემლისთვის დარტყმა, რუსეთის სახეში სილის გაწნა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, "რუსეთს სჭირდება სახეში სილის გაწნა" და გაგება, რომ არც საქართველო, არც უკრაინა, არც მოლდოვა, არც სომხეთი, არც დნესტრისპირეთი მათ არ ეკუთვნით.

"თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება კრემლისთვის დარტყმა, რუსეთის სახეში სილის გაწნა. ეს კარგია. რუსეთს სჭირდება სახეში სილის გაწნა და გაგება, რომ არც საქართველო, არც უკრაინა, არც მოლდოვა, არც სომხეთი, არც დნესტრისპირეთი მათ არ ეკუთვნით. სამხედრო თვალსაზრისით რას გააკეთებენ, შეიძლება კითხვა დავსვათ. მაგრამ სანქციები არის მიზნობრივი, რომ აღარ გააჩნდეთ სამხედრო ძალა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჯარები ჰყავთ და რაღაცის მოქმედებას ცდილობენ, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვეღარ შეძლებენ, უნარი აღარ ექნებათ მეტის გაკეთების, რადგან მეტი რესურსი არ ექნებათ. ჩვენი ჩართვა ევროატლანტიკურ და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში, როგორიც ნატოა, ეს არის გადამწყვეტი, რომ მათ ვეღარაფერი გააკეთონ დამატებით", - განახადა გრეგოროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics