13:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 15:28:25, 1019 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში - თორნიკე, რა ქენი ასეთი?

ჯერ უნდა მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობა შესაბამისი კრიტერიუმებით და ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ - ახლა არის წმინდა წყლის მდარე "ფეიკ" პიარი,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.

მდინარაძის თქმით, "მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება "ქართულ ოცნებას" ძალიან გამოადგება". 

"რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში. თორნიკე, რა ქენი ასეთი, რატომ დააბრუნე სააკაშვილი პოლიტიკაში?! - მინდა მივმართო ჩვენს თორნიკე რიჟვაძეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში ჩაერევა თუ ვერა? ვერ ჩაერევა. შესაბამისად, ჯერ საქართველოს მოქალაქეობას მივიღებო, უარი რომ თქვა ჯერ ეს უნდა თქვას, უნდა მოითხოვოს ჯერ საქართველოს მოქალაქეობა შესაბამისი კრიტერიუმებით და ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ და ახლა არის წმინდა წყლის მდარე "ფეიკ" პიარი. "ქართულ ოცნებას" გამოადგება თუ დაბრუნდა მოქალაქეობასაც თუ მიიღებს, თუ დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში ძალიან გამოადგება, საჩუქარი იქნება "ქართული ოცნებისთვის" იმიტომ, რომ რამდენჯერ ქართველი ადამიანი დაინახავს მიხეილ სააკაშვილს, სიმბოლოა ეს კაცი ბოროტების და მიხვდება როგორ უნდა განასხვაოს ბოროტი და კეთილი",- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, აპირებს აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics