|
2023-06-16 15:25:57, 1071 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე კრამონის განცხადებაზე - საქართველოსგან შორს ხელი, თავი დაანებონ ამ ქვეყანას
საქართველოსგან შორს ხელი, შორს მათი მწყობრში დალაგებული "მესიჯები" და თავი დაანებონ ამ ქვეყანას და მისთვის რაღაცების დაბრალებას,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სანქციების დაწესების საკითხზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას. როგორც მდინარაძემ ჟრნალისტებთან საუბრისას თქვა, საქართველოს მისამართით "ბრალდებები" ისმის, თუმცა მტკიცებულებები არ არსებობს. "ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს გავახსენებ, რომ ევროკავშირი 3-4 დღეში ვაჭრობს იმდენს რუსეთთან, რასაც საქართველო წლის განმავლობაში. ეს არის ყველაზე მოკლე პასუხი რაც შეიძლება ამ კითხვას გაეცეს. შესაბამისად, საქართველოსგან შორს ხელი, შორს მათი მწყობრში დალაგებული "მესიჯები" და თავი დაანებონ ამ ქვეყანას და მისთვის რაღაცების დაბრალებას. ხან შავი ხვრელი იყო, მათი "მესიჯებით" საქართველო, ხან სანქციების თავის არიდებაში იყო მხილებული, მაგრამ ამდენი თვის განმავლობაში ვერცერთი მტკიცებულება ვერ დადო ვერავინ, რომ საქართველო ვინმეს მიერ, თუნდაც ერთი ადამიანის მიერ სანქციის გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული, ეს უბრალოდ მესიჯებია და უკვე წელიწად-ნახევარია "მესიჯებად" რჩება," - ამბობს მამუკა მდინარაძე. ცნობისთვის, გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროკავშირმა სანქციებისგან თავის არიდებაში ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)