|
2023-06-16 15:21:02, 966 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი და ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცის დაშანტაჟება შეუძლებელია
ხშირად ვამბობთ, რომ ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი და ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცის დაშანტაჟება შეუძლებელია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა "საკუთარი თავი წლების წინ ამ ქვეყნისთვის გადადო". "როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დიახ, აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს ასეთი განცხადებებით, მაგრამ განცხადებას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩვენ ეს რეზოლუციაზე ვთქვით, ჩვენ ვნახეთ მაგალითად უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, მსოფლიოში ძალიან ცნობილი ბანკ კ"რედიტ სუისი", როგორ გახდა მეასე ხარისხოვანი თავის რეპუტაციანად, როგორ გაიყიდა შემდეგ კაპიკებში იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი დაეშანტაჟებინათ და მისი კუთვნილი 2 მილიარდი არ მიეცათ, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მოიგო უამრავჯერ ყველა დეტალთან დაკავშირებით. ხშირად ვამბობთ, რომ ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი და ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცის დაშანტაჟება შეუძლებელია. საკუთარი თავი რომ გადადო წლების წინ ამ ქვეყნისთვის, ამ ადამიანს ფულით რომ ვერ დააშანტაჟებ, ეს მე მგონი ადვილი გასააზრებელი იყო და ვერ გაიაზრეს",- განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)