17:54 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 12:05:45, 719 ნახვა

საზოგადოება
„გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო დოკუმენტი საკონსულტაციო შეხვედრაზე განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მასში შემავალი შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო დოკუმენტი მეორე საკონსულტაციო შეხვედრაზე განიხილეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პროექტს სამინისტრო შვედეთის სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლიდან ახორციელებს.

კონცეფციის დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადდა.

დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვის შემდგომ, დაინტერესებულმა მხარეებმა წერილობით წარმოადგინეს მოსაზრებები და კომენტარები, რომელთა განხილვას  მეორე საკონსულტაციო შეხვედრა დაეთმო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსის, კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, აღნიშნული კონცეფცია იქნება საქართველოში დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების პოლიტიკის მთავარი დოკუმენტი.
 
„საქართველოს დაცული ტერიტორიების კონცეფცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაცული ტერიტორიების კანონმდებლობის დახვეწას, ჰარმონიზაციაში მოიყვანს სამართლებრივ ნორმებს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან, რაც ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების მართვისა და მმართველობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ.

პროექტის ,,გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" მთავარი მიზნები ბიომრავალფეროვნების დაცვა, შენარჩუნება, აღდგენა და სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics