15:21 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 00:03:59, 718 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი ოპოზიციაზე - მათი პოლიტიკური ინტერესი არის ერთი - საქართველოში არ უნდა იყოს არავინ და არაფერი, თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში

ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესი არის ერთი - საქართველოში არ უნდა იყოს არავინ და არაფერი, თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა „იმედი LIVE”- ში განაცხადა. 

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, პროცესი ახალი გამწვავების ფაზაში შევიდა და ეს არის გაგრძელება იმ საბოტაჟისა, რომელსაც "ოპოზიცია ახორციელებს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ".

„მათ ვერ წარმოუდგენიათ, არ აქვთ შეგნებული და გააზრებული, თუ რამხელა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას საქართველო და რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთიანად ვიმოქმედოთ, მაგრამ მორიგ ჯერზე ისინი საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს აყენებენ. მათი პოლიტიკური ინტერესი არის ერთი - საქართველოში არ უნდა იყოს არავინ და არაფერი, თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში. ეს არის წამწუხარო რეალობა, რაც გვაქვს“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

მისი თქმით, გამწვავება დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური, ფართოდ გაშლილი საგარეო პოლიტიკური აქტივობები. 

„გვაქვს ძალიან მაღალი დონის შეხვედრები როგორც პრემიერ მინისტრის, ისე საგარეო საქმეთა მინისტრის და საპარლამენტო დელეგაციების დონეზე, რომლის მიზანია ყველას დავანახოთ, რომ საქართველოს აქვს პროგრესი და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო ივნისში და საქართველოს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, იყო მცდარი და გეოსტრატეგიულად არ არის გამართლებული გადაწყვეტილება“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics