14:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 23:47:47, 862 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტი თავის საქმეს გააკეთებს და სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის

იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტი თავის საქმეს გააკეთებს და სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

როგორც იუკნევიჩიენე აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტს აქვს ბერკეტები, რომლითაც ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია, თუმცა "ამისთვის საკმარისი დღემდე არ გაუკეთებია".

"მჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ბერკეტები და ბევრის შეცვლა შეუძლია. მას შეუძლია, გახდეს საზოგადოების იმ ნაწილის ლიდერი, რომელსაც სიტუაცის შეცვლა და ევროკავშირის წევრობა სურს. მე ვხედავ მას, როგორც ლიდერს, თუმცა ამისთვის საკმარისი დღემდე არ გაუკეთებია. 

მან გასულ კვირას ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სამხრეთ კავკასიის ჯგუფთან გააკეთა განცხადება და ახსენა მიხეილ სააკაშვილი. მან გაიხსენა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რამდენიმე რეზოლუციაც. სალომე ზურაბიშვილმა ახსენა ნიკა გვარამია და წინ წამოსწია მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ხშირად გველაპარაკება.

ვიცით, რომ პარლამენტის უმრავლესობამ კენჭი უყარა ამ რეზოლუციებს. ასევე, ვიცით, რომ თქვენს ქვეყანაში მყოფ, ევროკავშირის მიერ აკრედიტებული ბევრ ელჩს საქართველოს მთავრობასთან იგივე გზავნილები აქვს. მე მაინც მაქვს იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი გააკეთებს თავის საქმეს და შეცვლის სიტუაციას უკეთესობისკენ'', - განაცხადა იუკნევიჩიენემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics