11:32 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 23:03:51, 2545 ნახვა

სპორტი
კვარაცხელია 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არ ითამაშებს

ნაპოლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება, არ ითამაშებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

„დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ მსურს, გულშემატკივარმა იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ, სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა, ვუსურვო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს“. - წერს ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ტურნირისთვის გამოცხადებულ მოთამაშეთა გაფართოებულ სიაშია შესული. თუმცა, ის ამბობს, რომ კარიერის „ყველაზე გრძელი საფეხბურთო სეზონის“ შემდეგ „სპორტული მიზეზით“ ეროვნულ ნაკრებში თამაშს ვერ შეძლებს.

ამასთან, კვარაცხელია საქართველოს ძირითად გუნდს დაეხმარება, რომელიც 17 ივნისს სტუმრად კვიპროსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიას უმასპინძლებს.

ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის (UEFA 21-წლამდელთა ევრო 2023) 21-დან 8 ივლისამდე საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ფინალური მატჩი ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics