15:21 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 20:53:50, 691 ნახვა

პოლიტიკა
გაბუნია - ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილების ძირითადი არსი ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გაძლიერებაში მდგომარეობს

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილების ძირითადი არსი და მიზანი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გაძლიერებაში მდგომარეობს, რათა პაციენტების ინტერესები იყოს დაცული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტოს უმთავრესი ფუნქცია პაციენტის უსაფრთხოების დაცვაა და მის აღსრულებას ჯეროვანი მექანიზმები სჭირდება.

მინისტრის მოადგილის განმარტებით კანონპროექტში წარმოდგენილია რამდენიმე დამატებითი მექანიზმი,  რეგულირების სააგენტოს საქმიანობას  მეტ ოპერატიულობას შესძენს იმისთვის, რომ შეფასება ჩატარდეს ობიექტური გარემოებების სრული გათვალისწინებით და გადაწყვეტილებაც იყოს ობიექტურ საფუძვლებზე დამყარებული.

„დღევანდელი მდგომარეობით სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო იმისთვის რომ რეგულირების სააგენტომ  მოკვლევა დაიწყოს პაციენტის საჩივარზე 72 საათში. ამ პერიოდში შესაძლებლობა არსებობს  დაწესებულება გარკვეულწილად მოემზადოს მარეგულირებლის ვიზიტისთვის, თუ საჭიროა მოახდინოს რეაგირება მთელ რიგ დოკუმენტაციაში,  რაც მნიშვნელოვნად ართულებს რეგულირების სააგენტოს მიერ რეალური სურათის შეფასებას და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი,  რომელიც აღწერილია კანონპროექტში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics