01:47 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 20:52:17, 751 ნახვა

პოლიტიკა
თამარ გაბუნია - როდესაც პაციენტის სიცოცხლის რისკები არსებობს ჯობია შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება

„როდესაც პაციენტის სიცოცხლის რისკები არსებობს ჯობია შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების საქმიანობასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის და პაციენტის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია უწყების სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ეფექტური, ოპერატიული და  შეფერხების გარეშე მუშაობის საშუალება ჰქონდეს. მისივე განცხადებით, აღნიშნული წარდგენილი კანონპროექტი სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.

 „სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას პაციენტის ინტერესები და უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს მუშაობის ისეთივე მექანიზმები, როგორიც საქართველოში 18-ამდე დაწესებულებას უკვე აქვს. მათ არ სჭირდებათ სასამართლოს თანხმობა იმისთვის, რომ განახორციელოს ის ქმედებები, რაც აღწერილია ამ კანონპროექტში, მათ შორის არის შრომის ინსპექციის სამსახური, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, მოსამართლის თანხმობის გარეშე, საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ შევიდეს ობიექტზე. ზუსტად იგივე, იდენტური უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს, მუნიციპალურ ორგანოებს და სხვა", -  განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics