14:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 19:36:58, 865 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი - პარტნიორები დეპოლარიზაციას გვთხოვენ და თან პოლარიზაციას ხელს უწყობენ

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში დეპოლარიზაციის საკითხზე ისაუბრა.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოსგან დეპოლარიზაციას ითხოვენ და ხშირად ხელს უწყობენ პოლარიზაციას.

"ამ ვითარებაში დეპოლარიზაციაზე საუბარი ძალიან რთულია. მაშინ, როცა ჩვენ მიმართ რეკომენდაციად დეპოლარიზაციის მოთხოვნა დგას, ამის პარალელურად, მაგალითად, დემოკრატიის ისეთ მექაში, როგორიცაა აშშ, პოლიტიკა ძალიან პოლარიზებულია. ამის პარალელურად, მე მგონია, რომ ხშირად გარკვეული ჯგუფები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთი ხელით თან დეპოლარიზაციას გვთხოვენ და თან ხშირად ხელს უწყობენ პოლარიზაციას, როგორც თავისი განცხადებებით, ისე რაღაც წამახალისებელი ქმედებებით. ამიტომ, ყველაფერი მესმის. მთავარი ისიც არ არის, გარედან რას გვთხოვენ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მართლა უნდა შევძლოთ ამ დუღილის პროცესისა და ერთმანეთის მიმართ ამ დამოკიდებულების იმ დონეზე დაყვანა, რომ მინიმუმ, ლაპარაკი შეგვეძლოს. თორემ, ასე თუ გაგრძელდა, გაღრმავდა და მეტი პოლარიზაციისკენ წავედით, სადღაც ეს ძაფი გაწყდება და შეიძლება, უბედურება დატრიალდეს, ჯვარი გვწერია", - განაცხადა დავითულიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics