13:24 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 17:29:01, 1012 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტი NATO-ს მოუწოდებს, უკრაინა ალიანსის წევრად მიიწვიოს

ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც NATO-ს წევრებს მოუწოდებენ, დაიწყონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ. შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამანეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

რეზოლუციას 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 38-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 42-მა  თავი შეიკავა.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მიერ სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებამდე, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, ასევე NATO-ელმა მოკავშირეებმა და ახლო პარტნიორებმა უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შექმნან უსაფრთხოების გარანტიების დროებითი მექანიზმი, რომელიც ომის დასრულებისთანავე უნდა ამოქმედდეს.

დოკუმენტის მიხედვითვე, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ინტეგრაცია NATO-ში და ევროკავშირში გააძლიერებს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას. ასევე, გააძლიერებს კავშირებს უკრაინასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებას შორის.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი ასევე გმობს რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებას და ამას სამხედრო დანაშაულად აფასებს, რომელმაც გარემოს უდიდესი ზიანი მიაყენა.

ევროპარლამენტარების თქმით, ამ და სხვა სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics