06:11 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 15:57:26, 1000 ნახვა

მსოფლიო
რუსული მედია - რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები 10 სექტემბერს დანიშნა

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები დანიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TACC-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, „ოთხ ახალ სუბიექტში“ ე.წ. მუნიციპალური არჩევნები 10 სექტემბერს გაიმართება. 

როგორც რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ განაცხადა, ცესკომ კონსულტაციები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან ჩაატარა, რის შედეგადაც ე.წ. არჩვენების ჩატარების დასტური მიიღო.

TACC-ის ცნობითვე, ე.წ. არჩვენების ჩატარების გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღეს მიიღეს და ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გადაეგზავნება

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 30 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ამასთან, 2023 წლის 29 მაისს, პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რეგიონებში, სადაც საომარი მდგომარეობა მოქმედებს, არჩევნებისა და რეფერენდუმების ჩატარების საშუალებას იძლევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics